ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41407

ფაქტი 41407

1888 წლის 18 თებერვალს შედგა ქართლ-კახეთის სამღვდელოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო მღვდელი ნიკოლოზ ხუციშვილი, საქმის მწარმოებლი მიხეილ ხელაშვილი და ლევანცოვი. კრებაზე განიხილეს ეგზარქოს პალლადის მიერ შედგენილი 11 პუნქტიანი გეგმა სამღვდელოების საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. კრებაზე სიტყვით გამოვიდა მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გეგმის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით მრევლთა წასაქეზებლად მონაწილეობა მიეღოთ საეკლესიო კითხვა-გალობაში აუცილებელი იყო თავად სასულიერო პირებს მოეწვიათ ეკლესიაში ობოლნი რომელთაც სწავლის საშუალება არ ჰქონდათ და მათგან შეეკრათ კითხვა-გალობის გუნდი. ასევე, კარგი იქნებოდა თბილისის სემინარიაში აღედგინათ ძველი ჩვეულება, როცა სემინარიის მოსწავლეები უქმე დღეს ქართულად კითხულობდნენ და გალობდნენ სემინარიის ზემოთ მდებარე სული წმინდის სახელობის ეკლესიაში.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 20 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41407; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .