გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ახალციხეში არსებული დედათა სასწავლებლის დასახმარებლად ანა მუსხელიშვილმა და მაზრის უფროსმა ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილმა სასწავლებლის სასარგებლოდ 1888 წლის 24 იანვარს წარმოადგინეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმა“, რომელიც რუსი საზოგადოებისთვის ანნა მუსხელიშვილმა თარგმნა. წარმოდგენიდან სასწავლებლის სასარგებლოდ 11 თუმანი შეგროვდა.

წყარო: ივერია, 1888 | 14 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 41522 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/41522]; წვდომის თარიღი: 2021-04-11