1919 წლის 29 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარმა გამგემ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ (საქმის მწარმოებელი კონსტანტინე აბაშიძე) ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილებას ლეჩხუმის მაზრის სკოლების მასწავლებელთა ჯამაგირებით დაკმაყოფილების თხოვნით მიმართა. აპრილის ბოლოს მათთვის გადაგზავნილი 100 ათასი მანეთი ფოსტამ შეაჩერა და მასწავლებლებმა ხელფასები ვერ მიიღეს, რასაც შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყოლოდა.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4183 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4183]; წვდომის თარიღი: 2021-04-13