ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 41846

ფაქტი 41846

1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკი ერთად დააარსეს გაჭირვების ჟამს, ხუთ-ხუთი მანეთი შეაგროვეს, საკმაოდ ბევრ ფულს მოუყარეს თავი ერთობლივი ძალისხმევით და სამოციათასი თუმნის ბრუნვით შექმნეს ფინანსური წყარო, რათა ყველას ხელი მომართვოდა. ვინაიდან, ასეთი თანამშრომლობა აკავშირებდათ შორიდან არ უნდა ესაყვედურა ისე, თითქოს უცხო ყოფილიყო, ერთად უნდა ესაუბრათ პრობლემებზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 41846; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .