ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4226

ფაქტი 4226

1919 წლის 3 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების საჭიროებისათვის ქაღალდის შეძენის საკითხი. გამგეობის წევრი ვასილ წულაძე იტალიაში მიემგზავრებოდა ქაღალდის შესაძენად. გამგეობამ ფულის შოვნა თევდორე კიკვაძეს, დავით კარიჭაშვილს და ვარლამ ბურჯანაძეს მიანდო. მთავარმა გამგეობამ ვ. წულაძეს დაავალა, რომ უცხოეთში ქაღალდი იმ პირობით ეშოვნა, რომ მისი გამოსყიდვა შეასაძლებელი ყოფილიყო ბათუმში ან ფოთში, ან იმდენი ეყიდა, რამდენსაც ფული ეყოფოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4226; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .