ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4237

ფაქტი 4237

1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭოს თხოვნა საზოგადოების ბიბლიოთეკისთვის ორ-ორი ცალი ყველა გამოცემის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ. სანაცვლოდ საბჭო საზოგადოებას სთავაზობდა საკუთარ გამოცემებს, რომლებიც საზოგადოებას წიგნსაცავში არ ჰქონდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4237; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .