ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4242

ფაქტი 4242

1920 წლის 6 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზესტაფონის (შორაპნის) განყოფილების გამგეობის წინადადება, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და თეატრის შენობის ერობის გამგეობისთვის გადაცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, თხოვნა იმ პირობით დაკმაყოფილდებოდა, თუ მიწა საზოგადოების კუთვნილებად დარჩებოდა, ხოლო ბიბლიოთეკასა და თეატრს ერობის გამგეობა უპატრონებდა. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4242; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .