1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორბელიანს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიასა და ბორჩალოს მაზრაში მდებარე 720 დესეტინა სახნავი და საძოვარი ადგილები, რომლებსაც ჰყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 18 მაისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 42889 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/42889]; წვდომის თარიღი: 2021-01-25