ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4308

ფაქტი 4308

1919 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ცაგერის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ინსპექტორი ივანე ნიჟარაძე, ესწრებოდნენ საბჭოს წევრი მასწავლებლები: კ. ჩიხლაძე, ლ. ასათიანი, ს. მეფარიძე, ალ. ქიქოძე. იმსჯელეს სწავლის გადასახადის გაზრდის შესახებ და დაადგინეს: რადგან მოსწავლეები წელიწადში 20 მან. იხდიან და შესული თანხა სიძვირის გამო ვერ ფარავს სასწავლებლის ხარჯებს, გამგეობას ეთხოვოს 1919/20 სასწ. წლიდან სწავლის საფასურის გაზრდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4308; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .