1896 წლის ოქტომბერში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობაში ბანკის ოპოზიციის წევრებმა საჩივარი შეიტანეს. ისინი საგანგებო კრების მოწვევას და ილია ჭავჭავაძის, პეტრე გრუზინსკისა და ლევან ჩერქეზიშვილის ნაცვლად, რომლებმაც 20 მაისის კრებაზე თანამდებობა დატოვეს, ახალი კადრების არჩევას ითხოვდნენ.

წყარო: ცნობის ფურცელი, 1896 | 24 ოქტომბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 43919 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/43919]; წვდომის თარიღი: 2020-11-24