ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 44069

ფაქტი 44069

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილმა ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელ ბიჭში“ ამედეის როლი ვერ ითამაშა კარგად, თუმცა ცუდადაც არ შეუსრულებია. ამედეის პერსონაჟი არ იყო აქტიური, თუმცა ამ შემთხვევაში მსახიობს უნდა გაეცოცხლებინა და მეტი ელფერი შეეძინა როლისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 44069; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .