1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 20 თებერვლიდან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აარსებდა მოკლევადიან (ოთხთვიან) საბუღალტრო კურსებს მისამართზე: სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბინა, საბჭოს ქუჩა N 11. კურსებზე ჩაწერა შეიძლებოდა პალატის სასკოლო განყოფილების გამგე მიხეილ თაქთაქიშვილთან პალატის ბინაზე ყოველდღე 12-14 საათებში.

წყარო: საქართველო, 1920 | 8 თებერვალი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 44247 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/44247]; წვდომის თარიღი: 2021-03-08