ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მითაიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 13 იანვარს მისწერა, რომ ლეჩხუმის ერობაში საჭიროა კურსების მოწყობა. კურსები უნდა დაარსებულიყო დაბა ლაილაშშიც; თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩასულიყო კაცი სანიმუშო გაკვეთილების ჩასატარებლად. მასწავლებლებისთვის საჭირო იქნებოდა ბინა და სურსათი.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4455 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4455]; წვდომის თარიღი: 2020-08-04