ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46143

ფაქტი 46143

1920 წლის თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარმა ჩიჩერინმა მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომ საბჭოთა რუსეთის მიზანს წარმოადგენდა კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება ყველა ერთან, ხოლო მის ბრძოლებს მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა. თუ საქართველოს მთავრობა იზიარებდა ამ მიზანს, მაშინ საქმით უნდა დაემტკიცებინა და შეეწყვიტა რუსეთის მტრების დახმარება, უარი ეთქვა ანტანტის ძალების მოწვევაზე საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, არ დაეშვა საქართველოს ტერიტორიაზე ინგლისის ჯარების გადმოსხმა და მიეღო მონაწილეობა რუსეთისა და საქართველოს საერთო მტრის წინააღმდეგ.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 6 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46143; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .