ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46145

ფაქტი 46145

1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ მუშტაიდში ლატარეა-ალეგრი აპრილის დამლევს ან მაისის დასაწყისში გაიმართებოდა. მსურველებს შესაწირი უნდა გაეგზავნათ ოლღა ჭავჭავაძის სახელზე ან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46145; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .