1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ დიმიტრი ჯანაშვილი მღვდლად სოფელ ნუხაში გაამწესა. სოფელ თასმალოში მცხოვრევბი ინგილოები, რომლებიც დ. უტიაშვლმა გააქრისტიანა და ისევ აპირებდნენ სარწმუნოების შეეცვლას ჯანაშვილმა გადაარწმუნა, ასევე მან მიმართა „კავკასიაში მართმლმადიდებელ ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას“, რომ გაქრისტიანებული ინგილოებისთვის თასმალოში აეგოთ ტაძარი, რადგან ყორღანში მდებარე ეკლესია მათგან შორს იყო და ვერ ახერხებდნენ წირვაზე ხშირად წასვლას.

წყარო: ივერია, 1888 | 12 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 46164 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/46164]; წვდომის თარიღი: 2021-02-27