ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 46358

ფაქტი 46358

1888 წლის 13 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დიმიტრი ბაქრაძე იმყოფებოდა სტამბოლში, სადაც უნდა შეემოწმებინა საბუთები ბათუმის მაზრის მიწის მფლობელობის შესახებ. სტამბოლის გაზეთების ცნობით, სომეხთა ეროვნული სამეცნიერო კრების კომიტეტის დადგენილებით უნდა შეედგინათ დეპუტაცია, რომელიც წარდგებოდა ბაქრაძის წინაშე და გამოუცხადებდნენ მადლობას სამეცნიერო და სამრეწველო მოღვაწეობისთვის.

წელი:
1888
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1888 | 13 მარტი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 46358; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .