ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 47805

ფაქტი 47805

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გორის მაზრის სოფელ ატოცის მცხოვრებნი შუამდგომლობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილთან, რათა ერთდროული გადასახადის, 41,891 მ. 35 კაპ. შემოტანის ვადა გაგრძელებულიყო აგვისტოს ბოლომდე, არგუმენტად მოჰყავდათ ხსენებული სოფლის მიერ ორკლასიანი სკოლის აშენება, რომელიც ამ გადასახადზე მეტი დაუჯდათ. ისინი მზად იყვნენ გადაეხადათ 10 000 მან. სანიტარული გადასახადი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თხოვნა გადაუგზავნა ფინანსთა სამინისტროს.

წელი:
1920
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
საქართველო, 1920 | 6 თებერვალი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 47805; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .