1918 წლის 5 ღვინობისთვეს თელავის ქართველთა საზოგადოების წევრთა კრების მიერ მიღებული რეზოლუციის ოთხ საკითხთაგან მეორე საკითხია. თელავში წმ. ნინოს სასწავლებლის გარდა არსებობს სხვა სასწავლებლები, როგორც მაგ: ვაჟთა გიმნაზია, უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი, 2 კლასიანი სასწავლებელი და სომხების 4 კლასიანი სასწავლებელი, სადაც სულ ადვილად შეიძლება სომხების მოთავსება-სადილს უკან მეცადინეობა. ხელს აწერენ: კრების თავმჯდომარე ალ.ვახვახიშვილი და მდივანი გრიგოლ ბურჭულაძე.

წყარო: მიმოწერა თელავის სომხური გიმნაზიის წმ. ნინოს სასწავლებლის შენობაში მოთავსების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4874 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4874]; წვდომის თარიღი: 2021-03-08