1919 წლის 15 ოქტომბერს გორის სამაზრო ერობის გამგეობას უგზავნიან ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის შუამდგომლობას N55-ით და მასთან დართულ მაღაევის თხოვნას მიწერ-მოწერის უკან დაბრუნების და საქმესთან დაკავშირებით აზრის შეტყობინების შესახებ. ხელს აწერენ: მთავარგამგე გ. ჭუმბურიძე და საქმის მწარმოებელი კ. აბაშიძე. ფანქრით არის მიწერილი სხვა თარიღი 20.10.1919.

წყარო: ოქმი ჯავის სასწავლებელში მშობლიური (ოსური) ენის სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4906 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4906]; წვდომის თარიღი: 2020-08-13