1919 წლის 12 ნოემბერს ჯავის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორს ამავე წლის 3 ოქტომბრის N55 შუამდგომლობაზე განათლების სამინისტრომ უპასუხა, რომ სკოლის ფერშლად პეტრე მაღაევი დაინიშნა 2 ოქტომბრიდან. დოკუმენტს ხელს აწერდნენ მთავარგამგე ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.

წყარო: ოქმი ჯავის სასწავლებელში მშობლიური (ოსური) ენის სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4907 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4907]; წვდომის თარიღი: 2021-04-23