1919 წლის 21 ნოემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მინაწერის ასლი და სთხოვა სამინისტროსთვის წარედგინა დაწვრილებითი ცნობები და დასკვნა ჯავის სასწავლებლის გამგის მინაწერისა და მასწავლებლის ან. ბეჟანოვის შესახებ. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებლის ნაცვლად ე. გველესიანი. (ფანქრით მიწერილია თარიღი 24 ნოემბერი, განათლების თავმჯდომარე).

წყარო: ოქმი ჯავის სასწავლებელში მშობლიური (ოსური) ენის სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5090 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5090]; წვდომის თარიღი: 2020-08-14