6 თებერვალს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას მისწერა, რომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე ივ. სანაყოევს დროებით ვერ გადააყენებდნენ თანამდებობიდან. სასწავლო წლის ბოლოს მას ან გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან ან სხვა ადგილას გადაიყვანდნენ სამუშაოდ. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.

წყარო: ოქმი ჯავის სასწავლებელში მშობლიური (ოსური) ენის სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5094 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5094]; წვდომის თარიღი: 2020-08-14