1920 წლის 2 აპრილს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას გაუგზავნა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მიმართვა (23 მარტიდან N 42) და ამავე სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს საქმე. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.

წყარო: ოქმი ჯავის სასწავლებელში მშობლიური (ოსური) ენის სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5098 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5098]; წვდომის თარიღი: 2020-08-04