1920 წლის 9 აპრილს განათლების სამინისტრო გორის სამაზრო ერობას სწერდა, მიუხედავად იმისა, რომ გორის სამაზრო ერობამ შეუფერებლად მიიჩნია თავის სკოლაში ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მიერ დროებით მიწვეული ზოგიერთი მასწავლებლის დანიშნვა, სამინისტროში შესული ცნობების მიხედვით, მან მაინც არ მიიღო ზომები შესაფერისი კანდიდატების გამოსაძებნად, რის გამოც დ. გიკაევი და მ. სანაყოევი დარჩნენ სასწავლებელში. სამინისტრო სთხოვს გორის სამაზრო ერობას, რომ მიიღოს ზომები, რათა მომავალი სასწავლო წლიდან მაინც მიიწვიონ ჯავის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლობის შესაფერისი პირები. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.

წყარო: ოქმი ჯავის სასწავლებელში მშობლიური (ოსური) ენის სწავლების შემოღების შესახებ | 1918-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5099 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5099]; წვდომის თარიღი: 2020-08-14