ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5129

ფაქტი 5129

1918 წლის 20 ივლისს განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ხონის საოსტატო სემინარიის შესახებ მოხსენებით წარდგა მინისტრთა საბჭოს წინაშე. პედაგოგიური საბჭოს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სახურავის შესაკეთებლად და შესაღებად საჭირო იყო 3510 მანეთი. სამინისტრო მხარს უჭერდა თხოვნას და შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, რომ ხაზინიდან ეს თანხა გაეცათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5129; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .