ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5166

ფაქტი 5166

1918 წლის 20 აგვისტოს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენებაში ჩოხატაურის დაწყებითი სასწავლებლისთვის მამულის შეძენის შესახებ ნათქვამია, რომ ჩოხატაურის მცხოვრებმა, დაბის აღმ. კომიტეტის რწმუნებულმა გრიგოლ თავდგირიძემ აღძრა შუამდგომლობა, რომ თავადაზნაურთა ყოფილმა წინამძღოლმა კ. ერისთავმა, რომელმაც საზოგადოებას სასწავლებლისთვის ორსართულიანი შენობა დაუთმო შეღავათიან პირობებში (150 000 მან. ღირებულების 25 პროცენტის დაკლებით), 10 000 მან. თვითონ შესწირა განყოფილებას. სააზოგადოებას დარჩენილი თანხის გადახდის საშუალებაც არ ჰქონდა, ამიტომ განათლების სამინისტროს სთხოვა, ეშუამდგომლა მთავრობის წინაშე ან ხაზინის ხარჯით შეეიძინათ შენობა, ან საზოგადოებისთვის რამდენიმეწლიანი სესხი მიეცათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5166; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .