1919 წლის 7 აგვისტოს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ქალთა პროფესიული სახელოსნოს სასწავლებლის კურსდამთავრებულ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს გადასცა მოწმობა, რომ მას ჰქონდა ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის წოდების დამადასტურებელი ატესტატები, რომლებიც სამინისტროში ინახებოდა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ალ. გვახარია.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მარიამ გიორგის ასულ აბაშიძე-ყიფიანის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5250 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5250]; წვდომის თარიღი: 2020-08-11