1919 წლის 7 აგვისტოს სახალხო განათლების სამინისტრომ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას გაუგზავნა მოწმობა, რომ მას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ალ. გვახარია.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | მარიამ გიორგის ასულ აბაშიძე-ყიფიანის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5251 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5251]; წვდომის თარიღი: 2020-08-04