1919 წლის პირველ მარტს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს სახალხო განათლების სამინისტროდან სწერენ, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიის მასწავლებელ ვასილ აბდუშელიშვილს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში სახალხო განათლების სფეროში ნამსახურეობის წლები 1913 წლის პირველი ენკენისთვიდან. ასევე, 19 თებერვლის N140 მიწერილის პასუხად სთხოვენ შეადგინონ ხსენებული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სია შემოღებული ფორმის მიხედვით. ხელს აწერს მთავარგამგე გ. ნათაძე და საქმის მწარმოებელი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5596 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5596]; წვდომის თარიღი: 2020-08-04