ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 5630

ფაქტი 5630

განათლების მინისტრი 1918 წლის 31 აგვისტოს მოხსენებაში გაგრის რეალური სასწავლებლის რეორგანიზაციის შესახებ, აღნიშნავდა, რომ სასწავლებელი პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის თავშესაფრის განყოფილება იყო. ეს გავლენას ახდენდა როგორც სწავლა-განათლებაზე, ასევე პერსონალის შემადგენლობაზე. სასწავლებელს აგრონომი განაგებდა, რომელიც თან მათემატიკისა და ლიტერატურის მასწავლებელიც იყო. მშობლებმა ქალაქის თვითმართველობას შუამდგომლობით მიმართეს, სასწავლებლის განათლების სამინისტროსთვის გადაცემის თაობაზე. თვითმართველობას სასწავლებლის ხარჯების ტვირთვა არ შეეძლო, ამიტომ დროებით აუცილებელი სუბსიდიით სამინისტროს უნდა ეკისრა მისი არსებობა (ემსახურებოდა 50 000-იან მოსახლეობას). ასეთივე დახმარება სჭირდებოდა გაგრის ორ სკოლასაც. სახელმწიფო ხაზინას ამისთვის 10 000 მან. გაღება უწევდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 5630; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .