განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 2 ოქტომბრის მოხსენებაში ახალციხის ქართული საქველმოქმედო საზოგადოების სკოლისთვის წლიურად 19 200 მან გადადების შესახებ, ნათქვამია, რომ საზოგადოების რწმუნებული ემანუილ ვარდიძე ითხოვს ამ თანხის გამოყოფას. სამინისტრო ითვალისწინებს ახალციხის ქართველთა უნუგეშო მდგომარეობას, იმას, რომ სასწავლებელი თუ არ გაიხსნება, სასკოლო ასაკის ბავშვები უყურადღებოდ დარჩებიან და მხარს უჭერს შუამდგომლობას.

წყარო: მოხსენებები თბილისის ქართული გიმნაზიის შენობის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის, პროფტექნიკური და პირველდაწყებითი სასწავლებლების გახსნის შესახებ. უმაღლესდაწყებითი სასწავლებლების შტატები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 5663 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/5663]; წვდომის თარიღი: 2020-07-07