ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 6269

ფაქტი 6269

1917 წლის 1-ლი ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 8 დაიბეჭდა განცხადება, რომ 1-ლი სექტემბრიდან ოზურგეთის მაზრის სოფელ საჭამიასერში იხსნებოდა ოთხკლასიანი სასწავლებელი. მოწაფეებს მიიღებდენ გამოცდით, რისთვისაც საჭირო იყო მომზადება. ადგილობრივმა ინტელიგენციამ გაითვალისწინა ეს და შეადგინა მოსამზადებელი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ: ს. რამიშვილი, დ. თევზაძე, არკადი ხუნდაძე, მ. დუდუჩავა, სილოვან ყენია. ბავშვების მომზადება 5 ივნისიდან დაიწყებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 6269; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .