1917 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ხმა ქართველი ქალისას“ N20 ცნობით, ხარაგაულში (სადგ. ბელაგორი) კვირას, 27 აგვისტოს გაიმართებოდა „გრანდიოზული ეროვნული საღამო – სეირნობა“, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ აკაკი პაპავა, ვასო ურუშაძე და პოეტი – სვიმონ ფაშალიშვილი. საღამოს დასასრულს გაიმართებოდა ცეკვა და ვახშამი. შემოსავლის ათი პროცენტი ადგილობრივი სახლხო სახლის ფონდის გასაძლეირებლად გადაიდებოდა.

წყარო: ხმა ქართველი ქალისა, 1917 | 24 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: ქ. ქუთაისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 6871 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/6871]; წვდომის თარიღი: 2021-04-18