1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ აქვეყნებს ბათუმის ოლქის საგანგებო კომისრის, ჩხიკვიშვილის ბრძანებას: „საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედებისთვის, სახელმწიფოს სასარგებლოდ პოლკოვნიკ იონინის ჩამოერთვას უძრავი და მოძრავი ქონება – სამი დესეტინა ბაღი სარიმაულში, საცხოვრებლით და სხვ.; გენერალ ტერმენს – უძრავი ქონება მდებარე ორთაბათუმში, მიწა – ხეხილით და ვენახით გაშენებული 15 დესეტინამდე, სახლი და სხვ.“ მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელს, აგრონომ რცხილაძეს დაევალა ჩაებარებინა ეს მამულები, როგორც სახელმწიფო ფონდში გადარიცხული საკუთრება.

წყარო: ერთობა, 1920 | 22 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 7528 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/7528]; წვდომის თარიღი: 2021-04-12