1920 წლის 15 ივლისის „ერთობაში“ გამოქვეყნებულია ონის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის, გიორგი კვიტაშვილის წერილი, რომელშიც იგი ონის გიმნაზიის მოსაწყობად გაღებული შეწირულობისთვის მადლობას უხდის შემდეგ პირთ: სპირიდონ ოტიას ძე ბენდუქიძეს, რაჟდენ ყარამანის ძე დათეშიძეს, ალექსანდრე მიხეილის ძე ჯაფარიძეს, ვარლამ ლავრენტის ძე კანდელაკს, ალექსანდრე გიორგის ძე ბაქრაძეს.

წყარო: ერთობა, 1920 | 15 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 7999 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/7999]; წვდომის თარიღი: 2021-01-28