1918 წლის 18 სექტემბერს განათლების სამინისტროს სატეხნიკო და საპროფესორო სასწავლებლების მთავარგამგემ თბილისის პირველკომერციული სასწავლებლის დირექტორს გაუგზავნა მინისტრის ბრძანების პირი 18 სექტემბრის N50,51. ხელს აწერენ მთავარგამგის ნაცვლად გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ლ. ხარაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | იუსტინე ირაკლის ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8331 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8331]; წვდომის თარიღი: 2020-08-14