1919 წელს აკაკი ჩხენკელი უცხოეთშია და მუშაობს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობაზე. ამავე დროს ის ესწრება, როგორც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატი, სოციალისტური ინტერნაციონალის პირველ (ომის შემდეგ) კონფერენციას ბერნში, სადაც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია დამოუკიდებელ სექციად იქნა აღიარებული და მიღებულ იქნა პირველი რეზოლუცია საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.
წყარო: აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის ბიოგრაფია | 1921-1921წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი
ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8332 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8332]; წვდომის თარიღი: 2021-04-18