ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8602

ფაქტი 8602

1918 წლის 22 თებერვალს თბილისში საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა აკაკი ივანეს ძე ჩხენკელის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილისა და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას სახელზე გასცა მოწმობები, რათა მათ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ უცხო სახელმწიფოების მთავრობათა წარმომადგენლებთან საქართველოს პოლიტიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე. დოკუმენტს ხელს აწერენ: საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტის საქმეთა მმართველის მაგიერ ვლ. ზურაბიშვილი და კომიტეტის მდივანი დავით ნახუცრიშვილი


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8602; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .