1920 წლის 11 ივლისს ბათუმის შემოერთების აღსანიშნავად თიანეთში გაიმართა მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელიც გახსნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაპავამ. სიტყვები წარმოთქვეს: თიანეთის სამაზრო ერობის მუშა-მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ შარაშიძემ, სოციალისტ-ფედერალისტთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ვ. ჯიბლაძემ, სახალხო გვარდიის წარმომადგენელმა კ. ბრეგვაძემ, ამხ. ჩაჩიბაიამ და ნ. სოზორმა.

წყარო: ერთობა, 1920 | 23 ივლისი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8671 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8671]; წვდომის თარიღი: 2020-08-12