ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 8679

ფაქტი 8679

1919 წლის 27 მარტს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს N86 ბრძანებით აცნობა, რომ გიმნაზიის ლათინური ენის შტატის მასწავლებლად პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძე დაამტკიცეს. ამასთანავე მას ნამდვილ სამსახურში ჩაუთვალეს სახალხო განათლების ასპარეზზე ნამსახური წლები. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 8679; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .