1919 წლის 4 თებერვალს განათლების სამინისტრომ რკინიგზის სამმართველოს სასწავლო ნაწილის გამგეს აცნობა, რომ რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე არ დაამტკიცეს სამტრედიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად, რადგან მას არ ჰქონდა განათლების სათანადო ცენზი, რომელიც სამინისტროს მის თანამდებობაზე დამტკიცების უფლებას მისცემდა. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი ლ. ჩიმაკაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 8739 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/8739]; წვდომის თარიღი: 2020-08-14