1919 წლის 15 მაისს სამტრედიის რკინიგზის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებელმა რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძეს მისწერა, რომ წინა კვირას პირადად ესაუბრა მას სამტრედიის რკინიგზის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ. აბულაძის ყველა საბუთი და შუამდგომლობა რკინიგზის სასწავლებლის განყოფილებიდან გადაგზავნილი იყო სამინისტროში. მან გიორგი ჭუმბურიძეს სთხოვა, რაიმე გადაწყვეტილება მიეღო თანამდებობაზე დამტკიცების შესახებ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლის მალე შეწყვეტის გამო სხვა საშუალების გამონახვის შანსს კარგავდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9292 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9292]; წვდომის თარიღი: 2020-08-14