1919 წლის 17 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს N 7 ბრძანებით აცნობა, რომ გიმნაზიის სომხური ენის თავისუფლად დაქირავებულ მასწავლებლად 1919 წლის 16 იანვრიდან იოსებ აბულიანცი დაამტკიცეს. ხელს აწერენ გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | იოსებ აბულიანცის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9518 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9518]; წვდომის თარიღი: 2020-08-14