1918 წლის 30 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 113 ბრძანების თანახმად, 1917 წლის პირველი სექტემბრიდან მღვდელი იოსებ აბულიანცი თბილისის რეალური სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაამტკიცეს. ბრძანებას ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | იოსებ აბულიანცის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9520 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9520]; წვდომის თარიღი: 2020-08-14