1919 წლის 16 იანვრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 7 ბრძანების თანახმად, თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის სომხური ენის თავისუფლად დაქირავებულ მასწავლებლად იოსებ აბულიანცი დაამტკიცეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | იოსებ აბულიანცის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9524 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9524]; წვდომის თარიღი: 2020-08-04