1918 წლის 16 ივლისს თბილისის მე-4 პირველდაწყებითი სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა ვერა ავალიშვილმა თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს სთხოვა, რომ მასწავლებლად იქ გადაეყვანა. იუწყებოდა, რომ ის მოსკოვის სასწავლო ოლქის სამმართველოსგან მიცემული მოწმობის ასლს (N 4115) ამზადებდა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ვერა გიორგის ასული ავალიშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9552 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9552]; წვდომის თარიღი: 2021-04-11