1920 წლის 1-ლ იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამავე წლის 2 იანვარს, პარასკევს, მთელ საქართველოში გაიმართება „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობა პროცესია, გაიყიდება გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, საღამოს ყველა თეატრში გაიმართება სადღესასწაულო საღამო-წარმოდგენები. თბილისში წარმოდგენილი იქნება ა. სუმბათაშვილის სპექტაკლი „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.

წყარო: საქართველო, 1920 | 1 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9604 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9604]; წვდომის თარიღი: 2020-05-26