1920 წლის 1 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამავე წლის 2 იანვარს, პარასკევს „მსახიობის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში წარმოდგენილი იქნება პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლი „სამზადისი“ და „მსახიობის დღისთვის“ სპეციალურად დაწერილი შარჟი იოსებ ჟივიძისა. მონაწილეობენ: ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი, ალ. კარგარეთელი, ი. ჟივიძე, მ. სარაული, როსტოვცევი, შალვა ღამბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, დ. ჩარკვიანი, ე. ციმაკურიძე, ე. ჯიქია.

წყარო: საქართველო, 1920 | 1 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9608 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9608]; წვდომის თარიღი: 2020-05-27