1918 წლის 29 ნოემბერს სოხუმში ჩავიდა ინგლისელი ნაღმოსნები. მათ ადგილზე დახვდნენ შრომის კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ისიდორე რამიშვილი. ქართული ჯარის სახელით მათ მიესალმა გენერალი ვაშაკიძე. ინგლისელებმა საქართველოს სიმტკიცე და ჯარის გაძლიერება უსურვეს.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 4 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 9907 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/9907]; წვდომის თარიღი: 2021-04-12